Posts tagged “Mind.In.A.Box

Mind.In.A.Box

მუსიკა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომ ცოტა საყვარელ ჯგუფებზეც გადავწყვიტე წერა…

აქედან პირველი ავსტრიული ჯგუფი Mind.In.A.Box-ია, რომელსაც დღეს ვუსმენდი და მის შესახებ დაწერის სურვილი გამიჩნდა.
ჯგუფის მუსიკა futurepop-ელექტრო ჟანრისაა. Mind.In.A.Box-ის მუსიკა საკმაოდ საინტერესოა და ატმოსფერულ შეგრძნებას მანიჭებს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ Mind.In.A.Box-ის თითოეული ალბომი რაღაც ისტორიას ყვება, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის და დეტექტივის ელემენტებს აერთიანებს. მუსიკის თემებში დიდი ადგილი უკავია დაბნეულობას, შიშსა და მარტოობას.
დღეისათვის ჯგუფის 4 ალბომია გამოსული:
Lost Alone (2004)
Dreamweb (2005)
Crossroads (2007)
R.E.T.R.O. (2010)

საინტერესოა ასევე ჯგუფის საიტი, რომლის ერთ-ერთ გვერდზე შემდეგ წარწერას ვაწყდებით:
სამყაროში, სადაც ყველას გონებას ყუთში დაუდია ბინა, თითოეულმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
Mind.In.A.Box-ის სამყაროში გონება გამომწყვდეულია და ამას ვერ ხვდება. ეს მეტაფორა ყველაფერ იმის გამომხატველია, რაც ჩვენს გონებას ხელს უშლის, რომ ნამდვილად თავისუფალი იყოს, ყოველდღიური წვრილმანებიდან დაწყებული მარტოობის ზოგადი შეგრძნებით დამთავრებული.
Mind.In.A.Box-ის სიმღერები ამ სამყაროში დატყვევებული გონებისა და თითოეული ადამიანის მარტოობიდან გამომდინარე ისტორიებია.

 

 

Advertisements