Posts tagged “ფანტაზია

მინდა თუ არ მინდა?

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი…

არ ვიცი, მოგიახლოვდე, თუ ეს ყველაფერი იისფერ ფანტაზიად დავტოვო…

მინდა რეალური იყო, თან მეშინია, ნისლივით არ გამეფანტო…

მინდა, მიყვარდე და თან მეშინია…

მეშინია, არ მეტკინოს.

რატომ ვარ ასეთი მშიშარა?

მინდა, ფიქრი შევწყვიტო.

მინდა ვერაფერი ვიგრძნო და ცოტა ხნით უსასრულობის ნაწილი გავხდე.

ან დიდი ხნით…

Advertisements

ჯადოსნური ციხესიმაგრე გერმანიაში

ეს Neuschwanstein-ია – ყველაზე ცნობილი ციხესიმაგრე მსოფლიოში, რომელიც კინაღამ მსოფლიოს ახალ 7 საოცრებაში შევიდა.

ციხესიმაგრე, რომლის გარშემო ლეგენდებს ბოლო არ უჩანს.

სასახლე, რომელიც რეალობაში თუ ნახე, განცდილი ემოციები ცხოვრების ბოლომდე გეყოფა. სურათებიც კი შოკისმომგვრელია. მისი შემხედვარე თავს ნამცეცა ადამიანად, არარაობად გრძნობ.

რამდენ ჩვენგანს შეუძლია ცხოვრებაში ასეთი სასწაულის შექმნა?

ესაა სასახლე, რომელიც დისნეილენდის მძინარე მზეთუნახავის ციხესიმაგრის შთაგონება გახდა.

სასახლე, რომელიც 1 ადამიანისთვის – ბავარიის მეფე ლუდვიგ II-ისთვის აშენდა მე-19 საუკუნეში. ნოიშვანშტაინი სწორედ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო და მშენებლობის არცერთი დეტალი არ დაუტოვებია უყურადღებოდ.

ლუდვიგ II – ლეგენდარული პოეტური სულის მქონე “ზღაპრების მეფე”, რომელსაც ვაგნერის ოპერები და განმარტოება უყვარდა. “შეშლილ მეფესაც” ეძახდნენ უცნაურობების გამო.

სუფრას 4 კაცისთვის აშლევინებდა ხოლმე, რადგან წარმოსახვით სტუმრებთან ერთად უყვარდა ვახშმობა. მეფე ხშირად ღამით ცხოვრობდა, დღისით კი ეძინა.

ციხესიმაგრის იდეა პირველად რიხარდ ვაგნერისადმი მიწერილ წერილში აღწერა.

ნოიშვანშტაინში (ეს სახელი მას მხოლოდ მეფის სიკვდილის შემდეგ ეწოდა) ძალიან ცოტა ხანს იცხოვრა და მის დასრულებას ვერც კი მოესწრო.

მეფის ექსცენტრული ბუნება მრჩევლებს ყელში ამოუვიდათ და გიჟად გამოაცხადებინეს.

“ზღაპრების მეფის” სიკვდილიც კი საიდუმლოებითაა მოცული – სასახლის ახლოს ტბაში იპოვეს დამხრჩვალი იმ ექიმთან ერთად, რომელმაც შეშლილად გამოცხადა.

“შეშლილი მეფის” საყვარელი კომპოზიტორი ვაგნერი ციხესიმაგრეში ერთხელაც არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან მისი ოპერების სცენებით იყო მთელი სასახლე მოხატული. კომპოზიტორი სასახლის დამთავრებამდე გარდაიცვალა.

ციხესიმაგრის სახელი – Neuschwanstein ქართულად “ახალი გედის ქვას” ნიშნავს და ვაგნერის ერთ-ერთი ოპერის პერსონაჟის საპატივსაცემოდ დაერქვა.

იმედია, ოდესმე ამ ჯადოსნური ქმნილების აღქმას ახლოდან შევძლებ.

ნოიშვანშტაინის სილამაზით ალბათ კიდევ მრავალი თაობა დატკბება, ჩემნაირებს კი შეშურდებათ, რომ ასეთი საოცრების შექმნა არ ძალუძთ.


გემრიელი ფანტაზიები

დიეტა სასტიკი სიტყვაა. მის გაგონებაზეც კი საჭმელები მელანდება ხოლმე, მით უმეტეს, როცა ეს სიტყვა ყოველდღიურ რეალობადაა ქცეული.

და რადგანაც დიეტის დარღვევას არ ვაპირებ, მივცემ ფანტაზიას გასაქანს და იმ საჭმელებზე ვიოცნებებ, რომლებიც ძალიან მენატრება და დიდი ხანია, არ მიჭამია დიეტის და არამარტო დიეტის გამო.

რას ნახავ აქ? იტალიურ, მექსიკურ და იაპონურ კერძებს (ამ უკანასკნელთ საოცარი ვიდეოებით)

ჯადოსნურ ციხესიმაგრეში მონატრებული კერძებით სუფრას ვშლი:

1. რომელი ქვეყნის სამზარეულოდან დავიწყო, არ ვიცი, მაგრამ უცებ იტალიური მომინდა ძალიან

Olive Garden-ის Fettuccini Alfredo

პეპერონის შეჭამდა კაცი Pizza Hut-ში:

ლაზანიასაც სიამოვნებით გეახლებოდით:

2. თითქმის ამდენივე ხანია, მექსიკური არ მიჭამია არაფერი…

რა ჯობია White Cheese Dip-ში ამოვლებულ სიმინდის ჩიფსებს:

შემდეგ ზედ შერონის გაკეთებული ცხარე ენჩილადის დაყოლებას:

თაკოც (Taco) რამდენი ხანია, არ მიჭამია…

3. ფანტაზია არასრულყოფილი იქნება, მასში იაპონური tabemono-ც რომ არ შევიდეს. (Ittadakimasu!!!)

პირველ რიგში კი სუში.

Oishii soo desu ne?

სიამოვნებით მექნებოდა ციხესიმაგრეში Kaiten Sushi-ს მსგავსი კონვეიერი

ოკონომი-იაკის გულისთვისაც ჩავდგებოდი რიგში:

თუმცა ჰიროშიმასას კიოტოსი მირჩევნია:

Takoyaki – კერძი რვაფეხით

ეს კაცი აშკარად ჯადოქარია:

რამენიც როგორ არ მომინდეს :-S (ბევრად გემრიელია, ვიდრე ჩანს) :

Anoo…დროა შევაჩერო ფანტაზია, Mata ვუთხრა იაპონიას და დესერტებზე გადავიდე თორემ კიდევ იმდენი საჭმელი მახსენდება, მაზეგამდე ვერ მოვრჩები ამ პოსტის წერას…

4. დესერტნი ამა სოფლისანი

Krispy Kreme-ის დონატებს რა ჯობია,  თანაც ცხელ-ცხელს:

ნამდვილი ჩიზქეიქი მინდა Cheesecake Factory-დან  :-S

შერონის გაკეთებული Chocolate Dream Pie (:ღნავილი:)

Accio Mochi – იაპონური ბრინჯის ნამცხვარი!

საკუთარი თვალით რომ არ მქონდეს ნანახი ასეთი რამ, ვერ დავიჯერებდი, რომ ეს აჩქარებული კადრები არაა:

ასეთი იყო ექსკურსია ჩემს ფანტაზიებში, ახლა კი დროა ჯადოსნური ციხესიმაგრიდან სამეცადინო მაგიდასთან გადავინაცვლო 😦