Posts tagged “უსასრულობა

9 000 დღის შემდეგ

დღეს დაფიქრდი, რომ 9 000 დღეზე მეტია ამქვეყნად ვარსებობ, უფრო სწორად, ამ სახით, თორემ ვინ იცის, რამდენი ხანია დაწოწიალობს ჩემი ენერგეტიკა ამ პლანეტაზე, განზომიერებაში ან სამყაროში…

ცხოვრებაში ძილის ეტაპი არსებობს და არსებობს ეტაპი, როცა იცი, რომ გამოღვიძება იწყება – საოცარი კანონზომიერებები და მხოლოდ შენთვის გასაგებ ენაზე მოწოდებული ნიშნები.

Awakening ყველაზე უცნაური ალბათ მაინც ძილ-ბურანია – როცა აღარ გძინავს, მაგრამ არ გღვიძავს – მატერიალური მაინც თავისკენ გექაჩება და შენს ჩათრევას ცდილობს.

არა, კიდევ ბევრი რამა უცნაური:

– როგორ იღვიძებ შენ და როგორ იღვიძებენ სხვები – ზოგს ძალიან მკვეთრი შენჯღრევა სჭირდება, ზოგიც მშვიდად და ნელა გამოდის ძილ-ბურანიდან.

– შიში იმისა, რომ ამ ძილ-ღვიძილს ვერასდროს დააღწევ თავს. სურვილი, დაინახო, გაიგო და იგრძნო მეტი. სამყაროს უსასრულობა და ამავდროულად იმის შეგრძნება, რამდენად პატარაა ის – სამყარო ხომ “შენ” გარეშე არ არსებობს – რეალურად ის იქ მთავრდება, სადაც შენი აღქმა.

ანუ მთლად უსასრულოც არ ყოფილა სამყარო – უფრო სწორად, მხოლოდ უსასრულოებისთვისაა უსასრულო, უფრო სწორად, მათთვის, ვინც საკუთარ უსასრულობას ჩაწვდა.

რამდენი დროა საჭირო იმისთვის, რომ აღიქვა საკუთარი და იმავდროულად სამყაროს უსასრულობა – ეს კითხვა თავისთავად მცდარია, თუმცა უნებურად მაინც ვუსვამ ხოლმე თავს.

კითხვები არ ილევა, თითოეული პასუხი მეტ კითხვას აჩენს და ასე გრძელდება…

იყო საღამო, იყო დილა, ცხრა ათას მერაღაცე დღე…

awakening(2)


მზიან განზომილებაში გავფრინდეთ

მოგისმენია ისეთი თბილი სიმღერა, სივრცეში რო გატივტივებს და დღეს გიხალისებს?

ეს ასეთი სიმღერაა.

სიმღერა რომ დღე იყოს, ეს სიმღერა მზიანი დღე იქნებოდა.

ჩემმა დამ აღმომაჩენინა ჩემს კოლექციაში და ძალიან შემიყვარდა.

ფონს უნდა მოუსმინო, დახუჭო თვალები და გაფრინდე…

Sun Summer Sun
I won’t be long…
Everything’s in a permanent
State of flux
Enjoy yourself
To the full.
We are obsessed
With transitory pictures
Out of sight
Out of mind.
Mind the wind, my love
The path to
salvation is tough


13 პორტალი უსასრულობისკენ

კიდევ ერთი ნაცრისფერი, უხალისო და უმზეო დღე…

მუსიკით გაფერადებული სამყარო და უსაზღვრო ემოცია…

13 პორტალი უსასრულობისკენ…


1. Draconian – Seasons Apart

2. My Dying Bride – For My Fallen Angel

3. Draconian – Heaven Laid in Tears

4. Sopor Aeternus – Hearse Shaped Basins of darkest Matter (Instrumental)

5. Atomtrakt – Industrien Des Todes

6. Slipknot – Vermillion

7. Nightwish – Sleeping Sun (სიმღერის ეს ვერსია უფრო მომწონს, კლიპს რა მნიშვნელობა აქვს)

8.  Delain – Frozen

9.  Epica – Solitary Ground

10. Cradle of Filth – Nymphetamine (Overdose)

11. HIM – Killing Loneliness

12. Diary of Dreams – Allocution

13. გუდა გუდა

წვიმად გადავიქეცი…




 


Factory of Emotions

გარშემო სიბნელეა… სიცარიელე… ყველაფერი და თან არაფერი…

მინდა ჩავიძირო ლურჯ ზღვაში და თავზე ლურჯი მზე დამნათოდეს…


ცივა… მთვარესავით ცივა….

სინათლის ვიწრო ზოლიც კი არსაიდან მოდის… არც ლურჯი ზღვიდან…


დავბრმავდი და ვეღარც ამ ზღვას ვხედავ… თითქოს ხელახლა დავიბადე და ახლა ვეჩვევი ახალ გარემოს…

არ მესმის… ვერ შევიგრძნობ… ვიცი, რომ ძალიან ცხელა და ამ დროს როგორ მცივა…

როგორ… როგორ…
ნისლი… თვალუწვდენელი ბურუსი…

ლაჟვარდისფერი გაურკვევლობა, მეწამული სიბნელე…
აზრებს თავის ნებაზე დენის საშუალებას ვაძლევ…

რატომ არაა სინათლე შავი? რატომ ჰქვია თეთრი სინათლეს და შავი სიბნელეს? იქნებ პირიქითაა?

 


კვლავ სიცივე, რომელიც სხეულსაც და სულსაც შეგრძნების უნარს აკარგვინებს და უსასრულობაში მიაქანებს…

 


ყველაფერი არაფერია და ამავე დროს ყველაფერი… ამ ყველაფრით სავსეა ყველაფერი, ანუ ესენი ერთი და იგივეა… ყველაფერი ყველაფერია და თან არაფერი…


შოკოლადივით ტკბილია ასეთი მომენტები… და ცხოვრებასავით მწარეც, რადგან ამ დროს საკუთარ არარაობას სრულად შეიგრძნობ…

და მაინც, იხტიბარს არ იტეხ და შენს ადგილს ეძებ ამ გაუგებრობაში…


კარტის დასტა… უდარდელი გულები, ცარიელი აგურები, გაუგებარი ჯვრები და მისტიური ყვავები არხეინად დანავარდობენ ხელიდან ხელში.. მათაც კი შეუძლიათ ემოციის გამოწვევა…

ემოციის, რომლითაც ასეთი ღარიბები ვართ…

ემოციის, რომლის მისაღებადაც ამდენს ვწვალობთ…

მუსიკაც ხომ ემოციის სიმულატორია…

თანაც ლამაზი, ბოროტი, სევდიანი, მხიარული, გულგატეხილი და იმედიანი – მენიუ მრავალფეროვანია, ოღონდ ისურვე და ემოციის ფაბრიკა შენთვის ამუშავდება…


არადა ამაზე რამდენად მეტია მუსიკა… სხვისი ემოციის გამოძახილია… ამოხეთქილი გრძნობები, რომელსაც იმისთვის ვიყენებთ, რომ თავადაც ვიგრძნოთ რამე… ისე ხომ კაცობრიობის მცირე ნაწილს აქვს გრძნობები…

ან იქნებ დიდ ნაწილსაც, მაგრამ დროთა განმავლობაში კარგავენ… ან კიდევ მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთებში…

არადა ემოცია იმდენად თავბრუდამხვევი და წარმტაცი რამაა, რომ ნარკოტიკივით სულ მეტი და მეტი გინდა…

ემოციის ფაბრიკა მუშაობას განაგრძობს...