Posts tagged “მუსიკა

Wordless Lament

Advertisements

მზიან განზომილებაში გავფრინდეთ

მოგისმენია ისეთი თბილი სიმღერა, სივრცეში რო გატივტივებს და დღეს გიხალისებს?

ეს ასეთი სიმღერაა.

სიმღერა რომ დღე იყოს, ეს სიმღერა მზიანი დღე იქნებოდა.

ჩემმა დამ აღმომაჩენინა ჩემს კოლექციაში და ძალიან შემიყვარდა.

ფონს უნდა მოუსმინო, დახუჭო თვალები და გაფრინდე…

Sun Summer Sun
I won’t be long…
Everything’s in a permanent
State of flux
Enjoy yourself
To the full.
We are obsessed
With transitory pictures
Out of sight
Out of mind.
Mind the wind, my love
The path to
salvation is tough


13 პორტალი უსასრულობისკენ

კიდევ ერთი ნაცრისფერი, უხალისო და უმზეო დღე…

მუსიკით გაფერადებული სამყარო და უსაზღვრო ემოცია…

13 პორტალი უსასრულობისკენ…


1. Draconian – Seasons Apart

2. My Dying Bride – For My Fallen Angel

3. Draconian – Heaven Laid in Tears

4. Sopor Aeternus – Hearse Shaped Basins of darkest Matter (Instrumental)

5. Atomtrakt – Industrien Des Todes

6. Slipknot – Vermillion

7. Nightwish – Sleeping Sun (სიმღერის ეს ვერსია უფრო მომწონს, კლიპს რა მნიშვნელობა აქვს)

8.  Delain – Frozen

9.  Epica – Solitary Ground

10. Cradle of Filth – Nymphetamine (Overdose)

11. HIM – Killing Loneliness

12. Diary of Dreams – Allocution

13. გუდა გუდა

წვიმად გადავიქეცი…




 


მუსიკა, რომელიც ენერგიით გავსებს!!!

მუსიკა ბევრნაირია – მრავალფეროვანი ემოციებითა და შეგრძნებებით, მაგრამ ამ წუთას იმ რამდენიმე სიმღერის დადება მომინდა, რომელთაც ყოველთვის მოვყავარ ხასიათზე…

რატომ მომინდა?

მორიგი გამოცდისთვის ვემზადებოდი და რიცხვებისა და ფორმულების ყურება ყელში ამომივიდა… დღეს 5 ყავის შემდეგაც კი… ჰოდა მუსიკას მივმართე… 1 საათი ვიგიჟე, ვიხტუნე, ვირბინე, თავი ვიქნიე და მიშველა…♥

ამგვარად, პირველი სიმღერა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლეს ამერიკულ Industrial ჯგუფს, Hanzel und Gretyl-ს ეკუთვნის (რომელი ამერჩია, არ ვიცოდი, მათ ბევრ სიმღერას მოვყავარ ხასიათზე :D) :


2. ეს სიმღერა კი Electro-Industrial  ჯგუფის, Angelspit-ის შემოქმედებიდანაა და ტექსტი მიყვარს:


Dip my tail in blood ink
Write it down in red
Scribe the words “Happy meal”
Right across your head

Tired of getting walked on
Treated like a sheep
Don’t blame me for all the years
That you were asleep

[Relax
God is in control
Watch the dot
Take your meds
Obey my demands
Trust my dog
Time for surgery
Relax
God is in control
Watch the dot
Take your meds
Obey my demands
Trust my dog
Shut your eyes you’re dead]

Televised mass poison
Spitting at the screen
Keep the masses deluded
With fabricated dreams

Powdered God in a bag
From the Vatican
I want you to fuck off
As hard as you can

[Chorus]

Heaven has burst open
Now it’s raining bones
The chaos will erode you
Breeding little clones

Born of a fallen rib
From the monkey’s womb
Overcooked by cathode rays
Evolved to consume

100% [4x]

Eating from the butcher’s slab
Becoming what they meet
Restrained and roasted while they gorge
Strapped into the seat

Bathing in your arrogance
Dining will ensue
God made me a cannibal
To fix problems like you

[Chorus]

100% [2x]

Last time was the last time…
This time, you’re 100% [3x]

Last time was the last time…
This time, you’re 100% fucked


3. Slipknot – Psychosocial (GRRR სიმღერაა :წუბ: 😀 )


4.  Kittie – Brackish (სამწუხაროდ კარგი ხარისხის კლიპი ვერ ვიპოვე youtube-ზე)


5. Theatre of Tragedy (ეჰჰ, რატომ დაიშალა) – Universal Race

Take Me To The OUTER SPACE!!!

P.S. იმედია დიზაინის გაუმჯობესებას მალე შევძლებ…თუ არადა მთავარი ხომ გარეგნობა არაა 🙂


Mind.In.A.Box

მუსიკა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომ ცოტა საყვარელ ჯგუფებზეც გადავწყვიტე წერა…

აქედან პირველი ავსტრიული ჯგუფი Mind.In.A.Box-ია, რომელსაც დღეს ვუსმენდი და მის შესახებ დაწერის სურვილი გამიჩნდა.
ჯგუფის მუსიკა futurepop-ელექტრო ჟანრისაა. Mind.In.A.Box-ის მუსიკა საკმაოდ საინტერესოა და ატმოსფერულ შეგრძნებას მანიჭებს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ Mind.In.A.Box-ის თითოეული ალბომი რაღაც ისტორიას ყვება, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის და დეტექტივის ელემენტებს აერთიანებს. მუსიკის თემებში დიდი ადგილი უკავია დაბნეულობას, შიშსა და მარტოობას.
დღეისათვის ჯგუფის 4 ალბომია გამოსული:
Lost Alone (2004)
Dreamweb (2005)
Crossroads (2007)
R.E.T.R.O. (2010)

საინტერესოა ასევე ჯგუფის საიტი, რომლის ერთ-ერთ გვერდზე შემდეგ წარწერას ვაწყდებით:
სამყაროში, სადაც ყველას გონებას ყუთში დაუდია ბინა, თითოეულმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
Mind.In.A.Box-ის სამყაროში გონება გამომწყვდეულია და ამას ვერ ხვდება. ეს მეტაფორა ყველაფერ იმის გამომხატველია, რაც ჩვენს გონებას ხელს უშლის, რომ ნამდვილად თავისუფალი იყოს, ყოველდღიური წვრილმანებიდან დაწყებული მარტოობის ზოგადი შეგრძნებით დამთავრებული.
Mind.In.A.Box-ის სიმღერები ამ სამყაროში დატყვევებული გონებისა და თითოეული ადამიანის მარტოობიდან გამომდინარე ისტორიებია.

 

 


Factory of Emotions

გარშემო სიბნელეა… სიცარიელე… ყველაფერი და თან არაფერი…

მინდა ჩავიძირო ლურჯ ზღვაში და თავზე ლურჯი მზე დამნათოდეს…


ცივა… მთვარესავით ცივა….

სინათლის ვიწრო ზოლიც კი არსაიდან მოდის… არც ლურჯი ზღვიდან…


დავბრმავდი და ვეღარც ამ ზღვას ვხედავ… თითქოს ხელახლა დავიბადე და ახლა ვეჩვევი ახალ გარემოს…

არ მესმის… ვერ შევიგრძნობ… ვიცი, რომ ძალიან ცხელა და ამ დროს როგორ მცივა…

როგორ… როგორ…
ნისლი… თვალუწვდენელი ბურუსი…

ლაჟვარდისფერი გაურკვევლობა, მეწამული სიბნელე…
აზრებს თავის ნებაზე დენის საშუალებას ვაძლევ…

რატომ არაა სინათლე შავი? რატომ ჰქვია თეთრი სინათლეს და შავი სიბნელეს? იქნებ პირიქითაა?

 


კვლავ სიცივე, რომელიც სხეულსაც და სულსაც შეგრძნების უნარს აკარგვინებს და უსასრულობაში მიაქანებს…

 


ყველაფერი არაფერია და ამავე დროს ყველაფერი… ამ ყველაფრით სავსეა ყველაფერი, ანუ ესენი ერთი და იგივეა… ყველაფერი ყველაფერია და თან არაფერი…


შოკოლადივით ტკბილია ასეთი მომენტები… და ცხოვრებასავით მწარეც, რადგან ამ დროს საკუთარ არარაობას სრულად შეიგრძნობ…

და მაინც, იხტიბარს არ იტეხ და შენს ადგილს ეძებ ამ გაუგებრობაში…


კარტის დასტა… უდარდელი გულები, ცარიელი აგურები, გაუგებარი ჯვრები და მისტიური ყვავები არხეინად დანავარდობენ ხელიდან ხელში.. მათაც კი შეუძლიათ ემოციის გამოწვევა…

ემოციის, რომლითაც ასეთი ღარიბები ვართ…

ემოციის, რომლის მისაღებადაც ამდენს ვწვალობთ…

მუსიკაც ხომ ემოციის სიმულატორია…

თანაც ლამაზი, ბოროტი, სევდიანი, მხიარული, გულგატეხილი და იმედიანი – მენიუ მრავალფეროვანია, ოღონდ ისურვე და ემოციის ფაბრიკა შენთვის ამუშავდება…


არადა ამაზე რამდენად მეტია მუსიკა… სხვისი ემოციის გამოძახილია… ამოხეთქილი გრძნობები, რომელსაც იმისთვის ვიყენებთ, რომ თავადაც ვიგრძნოთ რამე… ისე ხომ კაცობრიობის მცირე ნაწილს აქვს გრძნობები…

ან იქნებ დიდ ნაწილსაც, მაგრამ დროთა განმავლობაში კარგავენ… ან კიდევ მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთებში…

არადა ემოცია იმდენად თავბრუდამხვევი და წარმტაცი რამაა, რომ ნარკოტიკივით სულ მეტი და მეტი გინდა…

ემოციის ფაბრიკა მუშაობას განაგრძობს...