Posts tagged “მანია

ანონიმ ინტერნეტომანთა კლუბი

გამარჯობა, მე bluekittie ვარ და ინტერნეტომანია მაქვს.

ეს კი ანონიმ ინტერნეტომანთა შეხვედრაა. დასწრება თავისუფალია.

გელით სასიამოვნო ვახშამი სანთლის შუქზე და საუბარი ყველაფერზე, რაც ამ თემასთანაა დაკავშირებული.

ჯერ საკუთარ თავზე გიამბობთ.

სიმპტომები: ეცადეთ, იპოვოთ ჩემი სახლში ყოფნისას წუთი, როცა ფეისბუქზე, სკაიპში, ფორუმზე და კაცმა არ იცის, კიდევ სად არ ვარ – საეჭვოა, მოახერხოთ.

თუ იპოვით, მაშინაც – ოჯახის წევრებთან საუბრისას, ჭურჭლის რეცხვისას, საზამთროს ჭამისას, თავის მოფხანისას, აბაზანაში, “ზალაში”, საძინებელში, – მუდმივად იმაზე ვფიქრობ, როდის დავუბრუნდები ვირტუალურ რეალობას.

ასე, ვზივარ და უსასრულოდ ვაწკაპუნებ refresh ღილაკს.

სახლში ყოფნის არცერთი წუთი არ მემეტება სხვა საქმისთვის – ძილიც კი.

ამას თუ კითხულობ, 97% ინტერნეტომანი ხარ.

შენიშვნა: ამ წამალზე შეჯდომის მიზეზი ყველას თავისი აქვს.

მაინტერესებდა, ჩემნაირი თუ აქვთ.

აღიარება: ინტერნეტომანიით სახლში ყოფნის სიძულვილმა დამაავადა.

საკმარისია, გარეთ გავიდე, რომ ის აღარ მაწუხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მხოლოდ ინტერნეტში შემიძლია თავი “სრულფასოვან” ადამიანად ვიგრძნო.

როგორც კი თავს მაღლა ვწევ და ოთახში მიმოვიხედები, გისოსების მეტს ვერაფერს ვხედავ და სული მეხუთება.

მეზიზღება ეს სახლი, მეზიზღება ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ვალდებულება (დის გარდა), მეზიზღება ყველაფერი, რაც აქაურობასთანაა დაკავშირებული.

ინტერნეტი კი… ოოო ეს ინტერნეტი… ბევრი ახალი ადამიანი, ბევრი თავისუფლება, ბევრი გასართობი, ბევრი ფანტაზია და საშუალება, უსასრულოდ მოკლა დრო…

მეტი რა გინდა ადამიანს, როცა საიდანმე გაქცევა გსურს?

What’s your excuse?


カピバラ – იაპონელების საყვარელი მღრღნელი

გაიცანით, ეს კაპიბარაა (Capybara, Kapybara, カピバラ), 20-კბილიანი მღრღნელი, რომელიც წინა საუკუნეებში კათოლიკურმა ეკლესიამ თევზად გამოაცხადა, რომ მარხვაზე მისი ჭამა ნებადართული ყოფილიყო.

სხვათა შორის, კაპიბარა უბრალო მღრღნელი არაა – მსოფლიოში ყველაზე დიდი მღრღნელია. ყველაზე მძიმე კაპიბარას წონა 105.4 კილოა.

(გაწიე ცხვირი!)

ამ პოსტში კაპიბარაზე, როგორც ცხოველზე კი არა, როგორც იაპონიაში ყველაზე პოპულარულ მღრღნელზე უნდა ვისაუბრო.

რას აღარ ნახავთ იაპონიის მაღაზიებში – “კაპიბარა-სან”-ის მულტფილმებს, წიგნებს, სათამაშოებს – დიდებს, პატარებს, ფერადებს, მობილურზე ჩამოსაკიდებლებს. (ზოოპარკებში მცხოვრებ კაპიბარებზე აღარაა ლაპარაკი)

 

ზოგს კაპიბარა-მანია აქვს და მანქანა ან სახლი კაპი-სანის სათამაშოებით აქვს სავსე. დამეთანხმებით, ძალიან საყვარელია ^_^

კაპიბარას ამოღებაზე წვალობენ სათამაშო ავტომატებშიც – მეც ამომიღია სხვათა შორის 😛

ეს კი კაპიბარას ბლოგია 😀

 

მე მიყვარს კაპიბარა, თქვენ? ^_^

საინტერესოა, აქაც თუ იქნება ოდესმე მსგავსი მანია – თუ ასეთი რამ მხოლოდ იაპონიაში ხდება?