დიდი დარბაზი

Harry Potter and the Deathly Hallows Teaser

ჰარი პოტერის თიზერი – როგორ გამომპარვია ინტერნეტგათშულს, ახლა ვნახე მხოლოდ :-S

 

გული ამიფრიალდა, როცა ვუყურებდი…

მომენატრა ჯადოსნური სამყარო, სადაც ბავშვობის ნახევარი გავატარე…

მომენატრა საყვარელი კოშკი, საერთო ოთახის ბუხართან ჯდომა, სნეიპის, მაკგონაგელისა თუ ფლიტვიკის გაკვეთილები.

მრუდე ქუჩა, ჰოგსმიდი, დამბლდორი… სია უსასრულოდ გრძელდება, ამიტომ გირჩევთ, ვისაც არ გინახავთ, ვიდეო ნახოთ:

ძალიან პატარაა 😦 შოკოლადის ტორტის ერთ ლუკმას რომ გასინჯებენ, ისე.

აკციო ნოემბერი!

Advertisements

カピバラ – იაპონელების საყვარელი მღრღნელი

გაიცანით, ეს კაპიბარაა (Capybara, Kapybara, カピバラ), 20-კბილიანი მღრღნელი, რომელიც წინა საუკუნეებში კათოლიკურმა ეკლესიამ თევზად გამოაცხადა, რომ მარხვაზე მისი ჭამა ნებადართული ყოფილიყო.

სხვათა შორის, კაპიბარა უბრალო მღრღნელი არაა – მსოფლიოში ყველაზე დიდი მღრღნელია. ყველაზე მძიმე კაპიბარას წონა 105.4 კილოა.

(გაწიე ცხვირი!)

ამ პოსტში კაპიბარაზე, როგორც ცხოველზე კი არა, როგორც იაპონიაში ყველაზე პოპულარულ მღრღნელზე უნდა ვისაუბრო.

რას აღარ ნახავთ იაპონიის მაღაზიებში – “კაპიბარა-სან”-ის მულტფილმებს, წიგნებს, სათამაშოებს – დიდებს, პატარებს, ფერადებს, მობილურზე ჩამოსაკიდებლებს. (ზოოპარკებში მცხოვრებ კაპიბარებზე აღარაა ლაპარაკი)

 

ზოგს კაპიბარა-მანია აქვს და მანქანა ან სახლი კაპი-სანის სათამაშოებით აქვს სავსე. დამეთანხმებით, ძალიან საყვარელია ^_^

კაპიბარას ამოღებაზე წვალობენ სათამაშო ავტომატებშიც – მეც ამომიღია სხვათა შორის 😛

ეს კი კაპიბარას ბლოგია 😀

 

მე მიყვარს კაპიბარა, თქვენ? ^_^

საინტერესოა, აქაც თუ იქნება ოდესმე მსგავსი მანია – თუ ასეთი რამ მხოლოდ იაპონიაში ხდება?


ვერიტაზერუმი უნდა დავლიო

(მაგლების საყურადღებოდ: ვერიტაზერუმი სიმართლის ელექსირია)

ამ წუთას მივხვდი, რამსისქე კედელი მაქვს გარშემო შემოვლებული.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ენა და ამ შემთხვევაში თითები მაქვს დატყვევებული.  ხმის ამოღებაში და ტექსტის აკრეფაში რაღაც უხილავი ძალა მიშლის ხელს.

საერთოდ გალიაში ვცხოვრობ, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

ჩემი ერთ-ერთი მიზანი თავისუფლების მიღწევაა, მაგრამ ამისთვის თვითონ უნდა ვიყო ჯერ თავისუფალი და ტვინის გალიიდან გამოვიდე.

რეალურ ცხოვრებაში ეს ალბათ საშიშია, მაგრამ ვირტუალურად მაინც…

ჩემი ვინაობა ხომ თითქმის არავინ იცის…  ან რომც იცოდეს, რა?

რისი მეშინია?

მგონი შიშის გასაქრობადაც მჭირდება რაიმე ელექსირის დალევა. ნახევარპრინცის წიგნს ჩავუჯდები…

მორიგი მაგიური სიმღერა ტივტივებს საფიქრელას ზედაპირზე:

It is the fear that drives you mad
It is the fear that makes you blind
It is the fear that keeps you sad
It is the fear that kills your mind

ეს პოსტი თვითშთაგონებისთვისაა დაწერილი.

საკმარისია თითებზე ბოქლომის დადება და იმაზე ფიქრი, რას იფიქრებენ.

გალიიდან გამოსვლის დროა…

საკმარისია!

დავლევ ახლა ვერიტაზერუმს და გულწრფელი გავხდები!

ვილაპარაკებ იმაზე, რაზეც აქამდე ვდუმდი.

არ შემეშინდება შეცდომების დაშვების.

არ შემეშინდება ამ შეცდომებზე სწავლის.

არ შემეშინდება…

Accio Veritaserum!!!

დავლევ და უშიშრად ვიტყვი: “CONFRINGO!!!”

გავაღწევ გალიიდან!


Alohomora!

გამარჯობა ნოლებისა და ერთების კომბინაციავ, ბლოგი რომ გქვია,

შენს ცხოვრებაში დამდგარა ოდესმე დრო, როცა მიმხვდარხარ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მოგბეზრებია გარშემომყოფნი? გინატრია, სრულიად ახალ ადგილას მოხვედრილიყავი უცხო ხალხში და ყველაფერი ხელახლა დაგეწყო?
ასეთი ეტაპი მაქვს ახლა და არ ვიცი საით წავიდე, ვის მივადგე…

უამრავი აზრი მომდის თავში და საით წავიღო აღარ ვიცი… რატომაც არ დავწერო? მერე რა, რომ არც მაღალფარდოვანი სიტყვების შერჩევა მეხერხება და არც განსაკუთრებული კრეატიულობით გამოვირჩევი?

ეს აზრების გამოთქმას მოწყურებული ადამიანის ბლოგია…

სახელს რაც შეეხება, ლურჯი ჩემი საყვარელი ფერია, kittie კი დიდი ხნის წინ მეგობარმა შემარქვა…

ლუმოს!

P.S.  ეს ჯადოქარის ბლოგიცაა და მხოლოდ ჯადოსნური ჯოხის შუქზე ჩანს, ამიტომ უმისოდ აქ შემოსვლას არც აქვს აზრი…