ჩემი საუკეთესო მეგობარი გეია

რა ხდება მაშინ, როცა აღამოაჩენ, რომ შენი საუკეთესო მეგობარი გეია? რომ თურმე შენი არცთუ ახლო, მაგრამ მაინც მეგობრებიდან (და არა უბრალოდ ნაცნობებიდან), რამდენიმეს საკუთარი სქესის წარმომადგენლები იზიდავს?

არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მორალური ჭუჭრუტანიდან ყურებას რომ თავი დავანებოთ და კარში თამამად შევიდეთ, ბევრ ისეთ რამეს აღმოვაჩენთ, რასაც შორიდან ვერც შევამჩნევდით. პირველ რიგში, მათი დათრგუნულობა მოგვხვდება თვალში (რომელიც მიმალულია, მაგრამ აუცილებლად არსებობს). ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ სხვაა, ამ ყველაფერს იმ ადამიანში ხედავ და გრძნობ, რომელიც სულერთი არაა.

სიბრაზე მეუფლება, როცა ვიცი, რომ სამყაროსთვის ეს კომუნიკაბელური, საყვარელი, ჭკვიანი და მხიარული ადამიანი შეიძლება ერთი ხელის მოსმით გადაიქცეს საზიზღარ და დასაცინ არსებად, ან უფრო უარესი, „ავადმყოფად“, ადამიანად, რომელსაც შველა სჭირდება. რისთვის?

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ ახერხებენ ისინი ამ გრძნობასთან გამკლავებას – როცა მუდმივად საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო, სადღაც კუნჭულში მიმალო და მასზე ჩურჩულით ისაუბრო…

სასიამოვნო და ამავე დროს გულში მჩხვლეტავი შეგძნებაა, როდესაც მეგობრის თვალებში უდიდეს შვებას დაინახავ, როცა ის შენთან პირველად იქნება ბოლომდე გულწრფელი. მჩხვლეტავი იმიტომ, რომ გახსენდება, რამდენად რთულია საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში ცხოვრება. როცა წარმოიდგენ, რომ გიორგი ვერ გაივლის ქუჩაში საყვარელ ადამიანთან ერთად ხელჩაკიდებული (ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში), ვერ ეტყვის სამყაროს, როგორ უყვარს ის. ნიღაბს ყველა ატარებს, მაგრამ არა ამსიმძიმეს.

კომიკური სიტუაცია იქმნება, როცა სამ ბიჭთან ერთად დგახარ და იცი, რომ აქედან ორს ბიჭები მოსწონს, ამ დროს კი მესამე ბიჭი აღშფოთებით საუბრობს ჰომოსექსუალიზმზე და არც იცის, რომ გვერდით მისთვის “ამაზრზენი არსებები“ უდგანან, რომელთაც “თავს გაუხეთქავდა“, შანსი რომ მისცემოდა. არადა, უმეცრებაში მყოფი მშვენივრად ატარებს მათთან ერთად დროს.

როგორ მინდა, ყველამ საკუთარ ცხოვრებას მიხედოს და სხვისი ორიენტაციის, ცხოვრების სტილისა თუ აზრის დევნას თავი დაანებოს. მინდა, რომ ოდესმე გიორგიმ საყვარელ ადამიანთან ერთად ქუჩაში ისევე გაიაროს, როგორც დღეს შეყვარებული წყვილები დადიან, და ეს არავის აინტერესებდეს.

ჩემი საუკეთესო მეგობარი გეია!

Advertisements

14 responses

  1. eh raoden dasananic ar unda iyos sazogadoeba jer zalian zalian bneli da ganuvitarebelia. religiuri fanatizmit aris daavadebuli da kargi piri ar uchans am yvelafers. ufro iranisken mivdivart vidre evropa/amerikisken 😀

    მარტი 18, 2011, 1:53 PM

    • სამწუხაროდ… ჩემი მეგობრები ძირითადად მგვანან შეხედულებებით მაგრამ გარშემო მაინც იმდენ სიბნელეს ვაწყდები და ისე მაბრაზებს და მაზიზღებს ეს ყველაფერი აქაურობას, რომ არ ვიცი… გულისამრევია ქართული მენტალიტეტი და უამრავი “ტრადიცია”, რომელიც ქვეყნის და სოციუმის განვითარებას ხელს უშლის 😦

      მარტი 18, 2011, 2:36 PM

      • ნამდვილად ეგრეა და სამწუხაროა მაგრამ იმედია ჩვენი გვირაბის და სიბნელის ბოლოსაც გამოჩნდება ნათელი აბა ასე ხომ არ იქნება სულ : )

        მარტი 19, 2011, 12:14 AM

  2. მაგ იმედით ვცხოვრობთ მემგონი 🙂
    დღეს კიდეც ამერიკელი მასწავლებლების პოსტებს ვკითხულობდი საქართველოზე და ბევრ რაღაცაზე გული დამწყდა/გამიტყდა/გავბრაზდი (არა მათი ნაწერის გამო, უბრალოდ ასეთი რამ აქ რომ ხდება), განსაკუთრებით თემა “სექსი საქართველოში ” და ამერიკელი ქალების კინაღამ გაუპატიურების სამარცხვინო ისტორიები : |

    მარტი 19, 2011, 12:30 AM

    • rad ginda ამერიკელების ისტორიები : ) ქართველების ქართველებისადმი ჩადენილი ”გმირობები” ცოტა იცი??

      იცი ზოგჯერ ძალიან მეცინება და ზოგჯერ მეც უკიდეგანოდ ვბრაზობ რომ ეგეთი რაღაც როგორ შეიძლება მოხდეს ეს ხომ ყველანაირ საღ აზრს მოკლებულია მეთქი, მაგრამ მახსენდება რომსაღი აზრი აქ ჯერ მხოლოდ თითოეულ ადამიანშია დაბადებული : )
      ასე რომ გირჩევ შენს ნერვულ უჯრედებს გაუფრთხილდე რამეთუ ისინი არაა აღდგენადი და შენს მაგივრად მათ ნამდვილად არავინ მოუფრთხილდება : )

      მარტი 19, 2011, 2:17 PM

  3. lalalal

    ჩემიც 🙂

    მარტი 19, 2011, 9:53 PM

  4. მაგის პრობლემა ნამდვილად მაქვს მაგრამ ვეცდები 😀 მიყვარს სალტკროკა ❤

    მარტი 19, 2011, 10:13 PM

  5. მესმის შენი,მეც მყავს მეგობრები რომლებთაც ქამინგ აუთი არ გაუკეთებიათ მაგრამ სამეგობროში ვიცით მათი გასაჭირი.
    პ.ს.ელაპარაკე,გახსენი,მიაჩვიე შენთან თავისუფალ საუბარს მისთვის ეს შვებაა.

    აპრილი 28, 2011, 7:11 PM

  6. Monox

    ukvdavyofili Tema. saidan daviwyo hmmm… eseigi, Tavidan mainc minda aRvniSno rom gei ar var :vaSa: da rom geebi araviTar agresias da borotebas CemSi ar aRZraven, kacs ar vcem mokled imis gamo rom geia, magram amazrzenia CemTvis es mdgomareoba da ar SemiZlia ar vTqva ra. amazrzenia imitom rom arasworia, arasworia imitom rom wesrigs arRvevs, ar modis samyaro wonasworobaSi da yvelaferi mezizReba rac samyaro wonasworobas arRvevs, dampali politikuri laybobiT dawyebuli da “diadi” msoflmxedvelobebiT damTavrebuli. qalebisTvis advilia gei adamianTan urTierTobis daWera, misi problemebis gulTan axlos mitana, maTi gageba bolosdabolos mara aba kacs kiTxe ra. rogori mZime warmosadgenia ici roca ori (egec kai pontSi) viRac Tma-wveriani kunTa jigari sawolSi erTambavSi roa?! ubralo esTetikis SegrZneba miganiSnebs adamians imisken rom es ubralod arasworia ra, meti araferi rom ar iyos da albaT arcaa, ai ubralod arasworia ra. mere kide viTom aravis arafers uSaveben da aseTi saubrebi roa ra, ai 12 saaTs ro gadascdeba da barSi rom cota mTvral sust biWebs rom gamoiWeren da gasarTobad rom epatiJebian biZis xela sastavi ai eg ukve arafris daSaveba aRaraa ra. albaT viRac tyiur vandalad CamTvliT mec qristianobis sadarajoze rom yvelafer “dasavlurs” da “liberal-kapitalisturs” rom vigerieb magram ravi, Cemi vTqvi ra mainc.

    P.S. Vui ramdeni damiweria. 🙂

    ივლისი 16, 2011, 1:59 PM

  7. Jason Evans

    ძალიან კარგი ბლოგი და პოსტია!
    პ.ს ხშირი სტუმარი ვარ : )

    სექტემბერი 9, 2011, 1:21 AM

  8. dead

    🙂 chemi ertaderti da namdvili megobari geia .. mase es ar moswons da yvelanairad scdilob tavi daaxtios amas..vcdilob davexmaro da nawilobriv gamomdis kidec..me dzaan momewona rac aq wavikitxe da guli metkina konkretul pirze..rtulia ma qveyanashi aseti orientaciit cxovreba magram cxovreba erti adamianistvis ar aris,, yvelastvis unda icxovro am qveynad ..mec qristianul adatebs mivyvebi magram shevivar yvela geis mdgomareobashi…:)

    იანვარი 7, 2012, 1:24 PM

  9. dead

    me vetanxmebi “monox”-s … yvelas tavisi azri aqvs..chemi azrit yvilam unda ecados gamosworebis gzaze dadges.

    იანვარი 7, 2012, 1:34 PM

  10. ძალიან ძნელია იყო გეი და იცხოვრო საქართველოში. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გეიც უფლის გაჩენილია. ალბათ საჭიროა იცხოვროს ამ ფორმით და ასეთი წესით. ტყუილ-უბრალოდ არაფერი არ ხდება სამყაროში. ან კიდევ ღმერთს დიდი იუმორის გრძნობა ჰქონია, რომ შექმნა მამაკაცი დედაკაცის თვისებებით. სამხიარულოდ ხინკალში ფქვილი არ ჩაგიყრიათ? ხოდა ალბათ ღმერთმაც ასე იხუმრა, როცა გეი შექმნა. მიიღეთ ისენი ისეთები, როგორიც არიან ,, ნუ განიკითხავ და არ განიკითხები”

    მარტი 10, 2012, 11:44 PM

  11. Little Child

    გასაგებია ყველა ლჯბთ-ის პრობლემა..გასაგებია..არ მივაყენებ არასდროს შეურაცხყოფას ადამიანს ამის გამო, ეგ არ არის საერთოდ ჩემთვის საინტერესო.მაგრამ..მაგრამ რატომ “მნათლავთ” “ბნელ” “ფანატიკურ” ადამიანად, მხოლოდ იმის გამო რომ ისინი არ მომწონს.არ მომწონს და რა ვქნა, არ მინდა ჩემი შვილი ეგეთი იყოს..არ ვუსურვებდი არავის იყოს გეი.რატოომ? იმიტომ რომ ეგ მიმაჩნია არასწორად, ისევე როგორც პედოფილია ან ნეკროფილია ან ზოოფილია ან ათასგვარი სხვა გადახრა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს..რა ვქნათ იმათაც მივცეთ გამოვიდნენ ქუჩაში და ისეირნონ? იქნებ ნარკომანიაც გამოგვეცხადებინა ნორმალურ ქცევად? ყველაფერი დასაშვებად ვაქციოთ? როგორ გაიგონ მაშინ ბავშვებმა რა არის კარგი და რა ცუდი?
    P.S. მესმის ავტორის დამოკიდებულება, რომ მას მეგობარი ყავს ასეთი და ის ადამიანი უყვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რასაც ის აკეთებს კარგია ან სწორია.

    ოქტომბერი 4, 2013, 1:24 AM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s