ქარხნული დღესასწაული

ახალ წელს დაწერილი და 9 დღის შემდეგ დაპოსტილი…

თავი ნახევრად ცარიელი… ჭიქა ნახევრად სავსე? დღეს არა, დღეს ჭიქებიც იცლება, ყოველგვარი სასმელი დროებითია – ხანდახან ნახევრად სავსეც.

მორიგი უაზრო ლოდინი 12 საათამდე, ბოლო წამამდე სამზარეულოში დატყვევებული დედა და უკიდურესი ხელოვნურობის შეგრძნება. სულაც არ მინდა ვიღიმოდე და ვიღაცას რამეს ვულოცავდე – ეს უბრალოდ ერთი მორიგი ღამის 12 საათია – არც არაფერი დამთავრებულა და არც დაიწყება. რა საჭიროა ამდენი აურზაური?

იქნებ მე ვარ სულელი და რამეს ვერ ვხვდები, მაგრამ მგონია, რომ მთელი მსოფლიო წელიწადის ამ დროს თავს  იტყუებს. ჩემზე დიდი თვითმატყუარა და მეოცნებე ბევრი არ იქნება, მაგრამ ნუთუ არავის აქვს იმის განცდა, რომ ახალი წელი ერთი დიდი თეატრია თეატრში? ან როგორ უნდა გქონდეს რეალურად იმისი იმედი, რომ ხვალ გაიღვიძებ და რახან ახალი წელია, ყველაფერი შეიცვლება? ცვლილებები ჩვენზეა დამოკიდებული – ან შეიძლება რაღაც სხვა ძალაზეც, ვინ იცის – რა შუაშია აქ წელი?

რა საჭიროა დაღეჭილ ლუკმად მოწოდებული დღეები, როცა ბედნიერება აბიზალოვკაა?

მორიგი ქარხნული დღესასწაული, წარმოებული ოცნებები, კონვეიერზე გატარებული საღამოები და დანიშნულების ადგილას ყუთებად დასარიგებელი ადამიანები – ესეც ჩვენი ახალი წელი…

Advertisements

5 responses

  1. როდესაც პირველად განვაცხადე რომ ახალი წელი მძულს დამცინეს რა საზიზღარი ხარო. ადამიანებს სჭირდებათ დღე როცა თავს ისე მოიტყუებენ არავინ შეეკითხებათ ამას რატომ აკეთებენ. როგორც ჰელოუინი სჭირდება ზოგს იმისთვის რომ ნახევრად შიშველმა ბაჭიას ყურები მოირგოს და ამის გამო არავინ აგინებს.მე ახალი წელი ოფიციალურად დავგმე კაი ხანია 😀 ამ ახალ წელს ორიგამის უფრო სწორად კუსუდამას იაპონურ ბურთებს ვაკეთებდი…

    იანვარი 19, 2011, 1:59 PM

  2. რა საცოდავი არსებები ვართ ადამიანები… ცხვრის ფარა

    იანვარი 23, 2011, 5:54 PM

  3. alien

    chem FB s mogcem daa momwere chven unda gvaicnot ertmneti. FB > lasha hud

    თებერვალი 5, 2011, 11:20 PM

  4. ratom? 😀

    თებერვალი 9, 2011, 6:24 PM

    • alien

      shen azrebs viziareb da albat amitom.

      მარტი 4, 2011, 2:28 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s