უფრთხილდი სიტყვას!

როგორ შეიძლება, სამმა სიტყვამ დამბლა დაგცეს, ადგილზე გაგყინოს, სული შეგიხუთოს და გული არანორმალურივით აგიძგეროს?

მაშინ, როცა ამ სიტყვების ავტორი არც კი მოგწონს?

მაშინ, როცა ეს რეალობაშიც კი არ ხდება – როდის აქეთ შეუძლია ვირტუალურ საუბარს ამდენი?

მაშინ, როცა იცი, რომ ამ სიტყვებს იმსახურებდი და ისიც იცი, რატომაც გეუბნება ის მათ.

მაშინ, როცა საუბრის დასრულებიდან ნახვარი საათის შემდეგაც თავიდან არ ამოგდის…

მერე იტყვიან, სიტყვებს მაგიური ძალა არ აქვთო…

თან ისეთ უბრალო სიტყვებს, ტყუილად რომ ვფანტავთ ხოლმე აქეთ-იქით ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს, ყოველ წამს…

ამიტომ… უფრთხილდი სიტყვას! იცოდე, როგორ გამოიყენო და ისიც იცოდე, რომ შეიძლება სხვას იგივე გაცვეთილი ფრაზა ვერაფერში გამოადგეს, შენ კი მისი საშუალები მთები გადადგა.

უბრალოდ, მისი გამოყენება უნდა ისწავლო.


Advertisements

6 responses

  1. მივხვდი უკვე რა 3 სიტყვაზეც არის საუბარი.
    “მე შენ მიყვარხარ”???

    სექტემბერი 21, 2010, 3:13 PM

    • მე შენ მიყვარხარ უბრალო სიტყვა არაა, ყოველ წუთას რომ ვამბობთ 🙂 თუმცა ეგეც არის ალბათ… მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალო და ყოველდღიურ ფრაზებზე ვამბობდი, რომელთაც ვერც ვხვდებით, რამდენი ძალა შეიძლება ჰქონდეთ…

      სექტემბერი 22, 2010, 12:04 AM

  2. უჰ…. ზოგჯერ ისე მაკლია სიტყვები…და როცა ამბობენ მაწუხებს. დიდი დილემაა.

    სექტემბერი 21, 2010, 8:36 PM

  3. უჰ, კი ეგ ეგრეა.
    საერთოდ სიტყვებს ძალიან დიდი ძალა აქვთ.

    სექტემბერი 22, 2010, 12:10 AM

  4. ana

    rasakvirvelia… samyaro sityviT sheiqmna.

    ნოემბერი 12, 2011, 3:46 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s