ფენტეზი, ნიკოლას ფლამელი და აგენტი oo7

მაგიით დაინტერესება ხშირად ფენტეზის ჟანრის წიგნების კითხვით იწყება.

 

 

 

აი, რატომ იწყებს მმკ თავპირის მტვრევას, როცა ჰორიზონტზე ამ ჟანრის პოპულარული წიგნი გამოჩნდება ხოლმე. და მაინც,მიუხედავად “ჯადოქრული ლიტერატურის” მრავალჯერადი შეჩვენებისა, “სატანისტები” საქართველოში ფენტეზის ჟანრის ლიტერატურას მაინც ვკითხულობთ.

 

 

 

ფენტეზი ის ჟანრია, რომელიც ამ სამყაროსგან მოწყვეტის და ოცნებებში გადაშვების საშუალებას გაძლევს, სადაც ყველა ჯადოსნური არსება, რაც კი ოდესმე გაგიგია, რეალურია.

აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რაც რეალურ სამყაროში შეუძლებლად ითვლება. ფანტაზია სატანური კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელი რამაა.

სხვანაირი გარემოს მიუხედავად, ფენტეზის ჟანრის წიგნების პერსონაჟები ხშირად ისეთივე ადამიანურნი არიან, როგორც ჩვენ – ჩვენსავით სტკივათ, უხარიათ, იბრძვიან, უყვართ…

 

 

 

ამბობენ, ფენტეზი ბავშვებისთვისააო.

ე კი ვამბობ, რომ ფენტეზი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩათ ჩარჩოების გარეშე ოცნების ნიჭი.

 

მათთვის, ვისთვისაც ნაცრისფერ ყოველდღიურობას ვერ დაუკარგვინებია სპილოგადაყლაპული გველის დანახვის უნარი.

 

 

 

 

 

 

 

ერთი სიტყვით, ეს ჟანრი ყველასთვისაა, ვის გულშიც ჯერ კიდევ ცოცხლობს ცნობისმოყვარე და სამყაროსთვის ფართოდ გახელილი თვალებით მომზირალი მეოცნებე ბავშვი.

 

 

 

რამდენიმე თვის წინ ფენტეზის ჟანრის ახალი სერიის კითხვა დავიწყე. ესაა ირლანდიელი მწერლის, მაიკლ სკოტის The Secrets of the Immortal Nicholas Flamel.

 

 

 

სერია სულ 6 წიგნისგან შედგება:  The Alchemyst, The Magician , The Sorceress, The Necromancer, The Warlock (გამოვა 2011 წელს) და The Enchantress (2012).

 

 

 

ამ წიგნებს პირველ რიგში მრავალი ქვეყნის მითოლოგიის გამოყენებისა და არანაკლები რაოდენობის ისტორიული პერსონაჟის არსებობის გამო ვკითხულობ. წიგნის პერსონაჟები არიან, მაგალითად: ჰეკატე, ბასტეტი, მაკიაველი, შექსპირი, ჟანა დ’არკი, მარსი, პალამედე, გილგამეში,  პრომეთე, სფინქსი და ა.შ.

 

 

 

საინტერესოა ასევე მოქმედების ფართო არეალი: სან-ფრანცისკო და ამერიკის სხვა ადგილები, პარიზი, ლონდონი, სხვა სამყაროები…

 

 

 

ცენტრში კი სოფი და ჯოში – ტყუპები სუფთა ოქროსფერი და ვერცხლისფერი აურებით, რომლებიც წინასწარმეტყველების მიხედვით სამყაროს გადაარჩენენ ან გაანადგურებენ მას.

 

 

 

სოფი და ჯოშ ნიუმენები 15 წლის ტყუპები არიან, რომლებიც ერთ მორიგ ზაფხულს დეიდასთან ატარებენ და თან მუშაობენ (სოფი კაფეში, ჯოში კი ნიკოლას ფლემინგის წიგნების მაღაზიაში). სულ მალე დოქტორი ჯონ დი-ს გამოჩენა ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ჩვენი გმირები თავბრუდამხვევ მოგზაურობას იწყებენ კონტინენტიდან კონტინენტზე და სხვა სამყაროებში, შეხდებიან უამრავ ჯადოქარსა თუ მითოლოგიურ არსებას, შეისწავლიან ელემენტალების მაგიებს და გამოცდის წინაშე დააყენებენ ყველაზე დიდ რამეს, რაც გააჩნიათ – ერთმანეთისადმი ერთგულებას.

 

 

 

ნიკოლას და პერენელ ფლამელები კი მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე მათ გვერდით იქნებიან და მრავალ პასუხთან ერთად მრავალ კითხვას გაუჩენენ ტყუპებს.

 

 

 

ჯონ დი (Dr. John Dee) – წიგნის მთავარი ანტაგონისტი – ელისაბედის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული პიროვნებაა – ოკულტისტი, ალქიმიკოსი, მათემატიკოსი, გეოგრაფი, ასტროლოგი და ასტრონომი.

 

 

 

სწორედ მან აირჩია ელისაბედ I-ს კორონაციის თარიღი და პირველი აგენტი 007 გახლდათ. ჯონ დი კოდირებულ გზავნილებს ასე აწერდა ხელს: “oo7” – სადაც ინგლისური ასოებით დაწერილი oo დედოფლის თვალებს წარმოადგენდა (დი დედოფლის თვალების როლს ასრულებდა), ხოლო 7 მის პერსონალური ნიშანს.

 

ვინც წიგნის დაგემოვნება გადაწყვიტა, მისი პირველი ნაწილით გავუმასპინძლდები (ინგლისურ ენაზეა): The Alchemist.

ჯადოსნურ მოგზაურობას გისურვებთ

Advertisements

16 responses

  1. moiashi

    ”ფანტაზია სატანური კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელი რამაა.”
    სრულიად გეთანხმები 🙂
    აუცილებლად წავიკითხავ

    ივლისი 14, 2010, 2:08 PM

  2. მიყვარს ჯადოსნურობები = )
    პ.ს http://www.singular.ge/contest/r.php?link=00002 შემოდი და დამეხმარე ლეპტოპის მოგებაში

    ივლისი 14, 2010, 3:10 PM

  3. ეეე
    ძალიან დამაინტერესა მაგრამ ინგლისურს ვერ ვამხეცებ ისე რომ ასეთი დიდი მოცულობის წიგნის წაკითხვის უფლება მივცე ჩემს თავს 😦

    ივლისი 19, 2010, 9:27 AM

    • შეიძლება რუსულადაც იშოვება, არ ვიცი ნამდვილად – მე რუსულად კითხვასთან ცოტა მწყრალად ვარ

      ივლისი 20, 2010, 12:56 PM

  4. რა თქმა უნდა, გეთანხმები 🙂

    აგვისტო 27, 2010, 12:49 PM

  5. ♥ Fantasy ♥ არა რა, მე ან შუამიწეთში ან აზეროსში უნდა დავბადებულიყავი 😦 მართლა მეკაიფება მგონი ვიღაც ზემოდან =))

    მომწონს სტატია და წიგნსაც წავიკითხავ აუცილებლად : )

    სექტემბერი 22, 2010, 5:42 AM

  6. გეთანხმები და ძალიან გამიხარდა რომ კიდევ ვიღაც ფიქრობს ჩემსავით. ამ წიგნს online ბიბლიოთეკაში ვერ ვნახავ?

    დეკემბერი 29, 2013, 9:00 PM

  7. This website really has all of the information I wanted about this subject and didn’t know who to ask.

    ოქტომბერი 16, 2014, 5:40 AM

  8. Great goods from you, man. I have understand your stuff previous to and you
    are just extremely magnificent. I really like
    what you have acquired here, really like what you’re saying and
    the way in which you say it. You make it entertaining and
    you still take care of to keep it sensible. I cant wait to read far
    more from you. This is actually a wonderful web site.

    ოქტომბერი 20, 2014, 4:14 PM

  9. أسواق مصر الموقع الاعلاني المجاني
    لتسويق ونشر اعلاناتك مجانا في مصر عبر الانترنت
    , اعلانات مبوبة, وظائف , العقارات ,
    السيارات, اضف اعلانك مجانا

    ოქტომბერი 30, 2014, 12:31 AM

  10. Thanks for your personal marvelous posting! I truly enjoyed reading it,
    you might be a great author. I will ensure that I bookmark your blog and may come back down the road.
    I want to encourage you to definitely continue your great writing,
    have a nice evening!

    იანვარი 23, 2015, 5:00 PM

  11. I read this piece of writing fully regarding the comparison of most up-to-date and earlier technologies, it’s remarkable article.

    ოქტომბერი 3, 2015, 3:11 AM

  12. great issues altogether, you just gained a new reader.

    What might you recommend about your post that you just made
    a few days ago? Any sure?

    ნოემბერი 4, 2015, 11:44 PM

  13. This site truly has all the information I needed concerning this subject and didn’t know who to ask.

    ივნისი 4, 2016, 1:31 PM

  14. Millones de gracias estoy comenzando mi proyecto de auto-sustentabilidad, tengo
    media hectarea y esto me es sumamente util….los
    invito a que me visiten….

    ივნისი 28, 2016, 8:57 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s