ბურბურახი, ბუები და შოკოლადის ბაყაყები ანუ ჰარი პოტერის სამყარო ფლორიდაში

ვერც კი წარმოვიდგენ, რა გრძნობაა, როცა შენი ოცნების სამყაროში რეალურად ხვდები.

სამწუხაროა, რომ ამით მანიპულირებენ ხოლმე – ოცნება ძვირი ღირს. თუმცა რას იზამ, შენი ოცნება სხვის ოცნებაზე – ფულზე უნდა გაცვალო.

ფლორიდაში ცოტა ხნის წინ ჰარი პოტერის გასართობი პარკი გაიხსნა, სადაც ყველა ჭეშმარიტ პოტერისტს და არამარტო მას ბევრი სიურპრიზი, გართობა და მცირე ხნით სხვა სამყაროში მოხვედრა ელის.

ჰიპოგრიფისა და დრაკონის roller-coaster-ები,  ტკბილეულითა და უამრავი საინტერესო ნივთით სავსე ზონკოს და თაფლუჭის მაღაზიები.

აქ სხვა რამეებთან ერთად ჯადოსნური ჯოხების, შოკოლადის ბაყაყების, ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს კანფეტების და სნიკოსკოპების ყიდვაც შეიძლება.

გარეთ ბურბურახის ჩამოსასხმელ აპარატთან რიგები დგას (სხვათა შორის, ამ სასმელის 5 საბოლოო ვარიანტიდან ჯოან როულინგმა ამოარჩია “ის” ბურბურახი, რომელიც საკუთარი ფანტაზიით შექმნა თავის დროზე – რა უცნაურია, როცა საკუთარ ფანტაზიას აგემოვნებ). ალკოჰოლური ბურბურახის მსურველებმა “ღორის თავში” უნდა შეიარონ 😛

არც გოგრის წვენის, შოკოლადის ქვაბის ფორმის ნამცხვრის და სხვა ტკბილეულის მოყვარულებს დაწყვეტენ გულს.  

წიგნებიდან ნაცნობი მაღაზიების გარდა აქ უამრავი სხვა მაღაზიაა, სადაც ჰარი პოტერთან დაკავშირებული ყველანაირი ნივთის ყიდვა შეიძლება.

ცოტას გაივლი და საბუეს წააწყდები – როგორ მინდა, ბუ მყავდეს!

ამდენი მაღაზიის გავლის შემდეგ კი ბოლოსდაბოლოს ჰოგვორტსის ნამდვილად ჯადოსნურ ციხესიმაგრეს მიადგები. Harry Potter and the Forbidden Journey გზაა, რომლის გავლისას ციხესიმაგრეში უამრავ ნაცნობ ადგილს, არსებას, ფილმისა თუ წიგნის სცენას ნახავ.

ნაცნობი ადგილები თუ საგნები არც პარკშია იშვიათობა, მაგალითად ჰაგრიდის ქოხი და ფორდ ანგლია.

ბოლოს კი ერთ-ერთი ყველაზე მრავალიცხოვანი ჰარი პოტერის საიტის, Leaky-ს გუნდის ვიდეოს გთავაზობთ, რომელიც მათ ჰარი პოტერის სამყაროში სტუმრობისას გადაიღეს:

პირველ ნაწილში პარკში შეგიყვანენ და სხვა რაღაცებთან ერთად საბუეს და ბურბურახის დაგემოვნებას გაჩვენებენ.

მეორე ნაწილში კი შოკოლადია ბაყაყებს და თაფლუჭის მაღაზიას ნახავთ და ჰიპოგრიფზეც გაისეირნებთ.

(ერთ-ერთი გოგოს ბუ-ყელსაბამზეც დამრჩა თვალი :-S )

იმედია, ამ ოცნების საყიდელი ფული მეც მექნება ოდესმე ^_^

Advertisements

15 responses

  1. ანუ შევიყვარო პოტერი? 😀

    ივნისი 2, 2010, 12:37 PM

    • პარკმა მოგანდომა? =))))))
      რა გიპასუხო, ვერაფერs შეიყვარებს ადამიანი, უნდა შეუყვარდეს თავისით 🙂

      ივნისი 2, 2010, 12:42 PM

  2. ვაიმეეეეეე ყველგან ამ სურათებს ვნახულობ, და ამ პარკზე სტატიებს ვკითხულობ და სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ეხლა თუ არა 5-წლის მერე მაინც უეჭველი წავალ ჰარი პოტერის სამყაროში. ოცნებად მაქვს ეს და იმედია ავიხდენ = ))
    პოტერზე ვგიჟდებიიიიიიიიიიი… ძალიან მიყვაააააარს. მგონი როულინგმა თავისი წიგნებით მომაჯადოვააა

    ივნისი 2, 2010, 12:48 PM

    • I’m under her spell 😛 ოდესმე ვნახავ ^_^

      ივნისი 2, 2010, 3:42 PM

    • მეც ძალიან მინდაააა!!!!!!! საუკეთესოა ჰარი პოტერი და ჰოგვარტსში და ჰოგსმიდში მოხვედრაზე უარს არ ვიტყვი ☺☻♥♦♣♠○◘•

      ივნისი 24, 2014, 12:47 PM

  3. lorelei

    vaimeee mec mindaaa…….vocnebob ro aset samyaroshi moxvedraze…..ar ginda ertad wavidet?^_^ ogond mayuti shen gachite ok?

    ივნისი 4, 2010, 1:00 PM

  4. მე მაგალითად არ მინდა ამ ხელოვნურ ზღაპარში წასვლა! და არც წავიდოდი არასდროს! მირჩევნია ჰარი პოტერის სამყარო ჩემთვის ისევ რაღაცა მიუწვდომელ და მისტიკურ სამყაროდ დარჩეს…
    სიყალბეა ეგ ყველაფერი მეტი არაფერი!

    ივნისი 4, 2010, 8:50 PM

    • დავწერე კიდეც რომ გული მწყდება, ოცნებას რომ ყიდულობ… 😦 მაგრამ რომ შემეძლოს, მაინც წავიდოდი… I wanna experience it…

      ივნისი 4, 2010, 9:48 PM

    • შანსი რომ გქონდეს არ წახვიდოდი?

      ივნისი 11, 2010, 10:44 PM

  5. ააა
    რონის ბუკნაჭო მინდა >_____<

    ივნისი 29, 2010, 3:35 PM

  6. anano

    ara me mirchevnia martla jadoqari viyoo ra kai iqneboda ise magiis mjera magram skola tu arsebob ara mgonia es parki sisulelea

    დეკემბერი 14, 2010, 1:22 PM

  7. anano

    hogvorstshi minda aq shedit ,,potterclub.ge.,,
    avada kedavra vinc poterze cudi tqvas

    დეკემბერი 14, 2010, 1:24 PM

  8. an'an'o

    hogvorstshi minda aq shedit ,,potterclub.ge.,,
    avada kedavra vinc poterze cudi tqvas

    დეკემბერი 14, 2010, 1:24 PM

  9. ელზა

    ფული ასე ძალიან არასდროს მისურვია 😀 ♥♥♥♥

    სექტემბერი 11, 2017, 2:58 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s