არ მინდა ვიყო რეალისტი
ისევ ის ღიმილი შენს სახეზე, სულელ ბავშვად რომ მაგრძნობინებს თავს.
გადის დღეები, თვეები, შენ კი ისევ პოულობ რაღაც ახალს ჩემში, უცნაურს და სასაცილოდ ბავშვურს.
შენ გგონია, რომ გავიზრდები, რომ შენს გამო ახალი პიროვნება გავხდები.
გგონია, რომ ოდესმე მაინც შემოგყვები ეკლესიაში, გაგიჩენ ბავშვებს, გაგიკეთებ სამარხვო საჭმელებს.
ყველაფერს ვაკეთებ, რომ საპირისპირო შეგაგნებინო, მაგრამ იმედი, როგორც ჩანს, მართლა ბოლოს კვდება.
შენთვის სასაცილოა, რომ სამყაროს ბავშვის ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურებ.
თვლი, რომ აბსურდული იდეები მაწუხებს, თუ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი პირად ცხოვრებასა და კარიერას/ფულს არ ეხება.
გაიგებ ოდესმე იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც მუდამ გაწუხებს: რატომ? რატომ გაინტერესებს? რაში გჭირდება? რას გაძლევს?
ბევრი ისეთი რამის
მჯერა, რაც ვერც კი წარმოგიდგენია.
ნეტა რას იტყოდი, შენგან დამალული მე რომ გაგეცნო.
ალბათ წახვიდოდი?
ან შეიძლება არც წასულიყავი, მაგრამ იმ გრძნობას რა გადაიტანდა, რომ იმედი გაგიცრუე…
და მაინც მიყვარხარ.
და შენც გიყვარვარ.
ეს ხომ არარეალურია, მაგრამ მაინც ხდება – მაგასაც კი ვერ ვხდები?
მაშინ რა საჭიროა, ვიყო რეალისტი?
Take my hand, follow me through tranquility…


ex ex ex eeeeeeeeeex ex ex
February 29, 2012 at 12:43 AM